ბლეზი
ვოდევილი 3 მოქმედებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი ღარიბი, ახალგაზრდა მხატვარი ბლეზი ბინას ქირაობს, რათა მდიდარ ბატონ კარლიეს თავი სასურველ სასიძოდ მოაჩვენოს და მისი ქალიშვილი ლაურა შეირთოს ცოლად. ამ იდეის სულისჩამდგმელი კი თავად ბლეზის საყვარელი ჟენევიევაა, რომელიც ამასთანავე ბატონი კარლიეს საყვარელიცაა. დაიბენით? ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა: გაუგებრობის სერია მაშინ იწყება, როდესაც მხატვარს …