ფრეკენ ჟული, პრემიერა

Facebook
Twitter

1 და 2 ოქტომბერს – 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი, მეთექვსმეტე სეზონის რიგით მეორე პრემიერას ითამაშებს.

„ფრეკენ ჟული“ ასე ქვია ავგუსტ სტრინდბერგის პიესას, რომელიც ილიაუნის თეატრის სცენაზე, ჩვენივე სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ კურსდამთავრებულმა ევა გვრიტიშვილმა დადგა.

ეს არის შვედი დრამატურგის ნატურალისტური პიესა, სადაც მოქმედება შვედურ მამულში ვითარდება და ერთი ღამის მოვლენებს ასახავს. წმინდა იოანეს ღამეს, როდესაც სოციალური წესები დროებით ირღვევა, გრაფის ქალიშვილი ჟული დაუშვებელ ურთიერთობაში ეხვევა ქვედა ფენის მსახურთან – ჟანთან.

ეს დაძაბული დრამა გამოხატავს სოციალური კლასების, ძალაუფლების, სქესისა და პიროვნული თავისუფლების კონფლიქტს. პერსონაჟებს შორის ფსიქოლოგიური თამაშები თანდათან გადადის ემოციურ და მორალურ კრიზისში, რასაც ბოლოს გარდაუვალ და ტრაგიკულ ფინალამდე მივყავართ.

სტრინდბერგი აქ ადამიანურ ბუნებას, სოციალური სისტემის ჩარჩოებსა და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აკვირდება, რაც დღესაც აქტუალურ კითხვებს წარმოშობს.

სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით .