10, 11 და 12 იანვარს ილიაუნის თეატრმა ამერიკელი რეჟისორის ადრიან გიურგეას ვორქშოპს უმასპინძლა, რომელიც სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგსტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ სტუდენტებისთვის ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებმა სამ სხვადსასხვა თემაზე იმუშავეს: „ქაოსის ხოტბისთვის“, „ყველაფერი ცოცხალი დრამატულია“ და „დიალოგი მსახიობებსა და მათ პერონაჟებს შორის“.
ადრიან გიურგეა ამერიკელი რეჟისორია, რომელიც რუმინეთში დაიბადა. 1978 წელს, მას შემდეგ, რაც პიოტრ სოლორუბის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „პატარა ეშმაკი“ რუმინეთის მთავრობამ აკრძალა, რეჟისორი ემიგრაციაში წავიდა.
ადრიან გიურგეამ 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა რუმინეთში, იტალიაში, ისრაელში, ესტონეთსა და აშშ-ში და მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან რეჟისორებთან, როგორებიც არიან ჯორჯო სტრელერი, რობერტ უილსონი, მაურიციო სკაპარო.