აკრძალული თამაშები

Facebook
Twitter
ედნა მაზია, რეჟისორი: გვანცა ხვიჩია

 

1 მოქმედებად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლი

თოთხმეტი წლის გოგო თექვსმეტი წლის ბიჭების ყურადღების მიქცევას ცდილობს, ზრდასრულ ქალბატონის როლს მოირგებს, ალკოჰოლსაც მიირთმევს და სიგარეტსაც ეწევა. ბიჭებიც ერთვებიან გოგოს შეთავაზებულ თამაშში, რომელიც ნელ-ნელა აკრძალულ საზღვრებს გადაკვეთს და სასამართლო პროცესამდე მიდის.

ვინ არის დამნაშავე? გოგოს ბრალია რაც მოხდა, თუ ბიჭების? ან საერთოდ რა მოხდა?
და, რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენს შვილს არ დაემართება?

1988 წელს ისრაელში მომხდარ რეალურ ამბებზე დაფუძნებული პიესა თანაბრად აფრთხილებს მოზარდებს, მათ მშობლებს, მათ მასწავლებლებს და ყველა ჩვენგანს, რომ მსგავსი რამ შეიძლება აქვე, მეზობელი სახლის ეზოშიც მოხდეს.

რეჟისორი – გვანცა ხვიჩია
დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი
მხატვარი – თეო კუხიანიძე
ტექნიკური რეჟისორი – ელენე გაბისონია

სპექტაკლში ჟღერს Oceanvs orientalis – Tarlabasi (Be Svendsen Remix)

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
გიდი ბაცარი – ლევან გაბრავა
ასაფ სახაროვი – გიორგი ტაბიძე
სელა ბოროხოვი – კოტე ლიპარტელიანი
შმუელ კუპერი – გივიკო ბარათაშვილი
დვორი მიხნასი – ნუცი რიჟამაძე

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი ანტრაქტის გარეშე
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 23 ნოემბერს