კომედია 1 მოქმედებად
ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება…
რეჟისორი: კახა გოგიძე
აღდგენის რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე
მხატვარი: ანუკა მურვანიძე
კოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია
მუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული
ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი
ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ფრენსის ჩესნი, პოლკოვნიკი – ზუკა გაბუნია, ლუკა ახალაძე
ჯეკი ჩესნი, მისი ვაჟი – გიორგი შავგულიძე
ჩარლი უიკემი – დავით დავითულიანი
ბაბს ბაბერლი – ანდრია ვაჭრიძე
კრიგსი, მოსამართლე – დავით ველიჯანაშვილი, პაატა კიკვაძე
ენი, მისი ძმისწული – ნათია კვაშალი, მარიამ ნადირაძე, ნუკა ქევხიშვილი
ბეტი, მისი აღზრდილი – მარიტა ჯანაშია
დონა როზა დალვადორეს, ჩარლის დეიდა – მაკა შალიკაშვილი
ელა დელეი, მისი აღზრდილი – ანი თალაკვაძე, მარიამ ხუხუნაშვილი
ბრასეტი, მსახური – ნიკუშა გოგიძე, გაგა არაბული
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე
პრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს