- This event has passed.
დარისპანის გასაჭირი
12 დეკემბერი სამშაბათი, 2023 20:00 20:30
1 მოქმედებად
თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.
ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს.
რა უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლება, თუ უზრუნველი ცხოვრება?
რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვნონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახის და, ამავდროულად, საქართველოს მომავალის გადარჩენას.
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია: მარიამ კალატოზიშვილი
კოსტუმების მხატვარი: სანდრო მარგველაშვილი
მუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე
ქორეოგრაფი: დეა აბაკელია
აკორდეონის პედაგოგი: ივანე ხაჩიძე
ტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დარისპანი – სლავა ნათენაძე
მართა – ლილი ხურითი
პელაგია – მაია ხორნაული
ნატალია – ნინა ყიფშიძე
კაროჟნა – მაშიკო თვალაბეიშვილი
ოსიკო – თორნიკე კაკულია
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 12 აპრილი