მიმდინარე რეპერტუარი

Loading Events

« All Events

სიცოცხლის ხელოვნება

24 იანვარი, შაბათი 20:00

ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით

ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგანი დიალოგი, საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს.
მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის თავის ცხოვრებაში შემოშვება არის არა მხოლოდ მისი ამბიცია, როგორც დრამატურგის, არამედ სასოწარკვეთილი მცდელობა, შეავსოს საკუთარი ეგზისტენციალური სიცარიელე და თავი დააღწიოს მარტოობას. ქალი მისთვის ხდება არა მხოლოდ გადასარჩენი ობიექტი, არამედ პროექციის ველი – ის, ვისი მეშვეობითაც მამაკაცი ცდილობს, არსებობის აზრი იპოვოს.

სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში

დადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი
თარგმანი – ნინო ბურდული
რეჟისორი – მარიამ ჟამერაშვილი
მხატვარი – სანდრო ჯავახიშვილი, ელენე ჯაფარიძე
ტექნიკური რეჟისორი – ლენი ფანჯავიძე

როლებში:
ქალი – ნინო ჩადუნელი
კაცი – შალვა ჩალაგაშვილი

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი

Details

Date:
24 იანვარი, შაბათი
Time:
20:00
Event Categories:
, , , , ,