ანტიგონე

Facebook
Twitter
ჟან ანუი, რეჟისორი: გაგა გოშაძე
ტრაგედია 1 მოქმედებად

20 წლის გოგომ არჩევანი უნდა გააკეთოს:
ან უღალატოს საკუთარ რწმენას, თავისუფლებას და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მშვიდად იცხოვროს;
ან უერთგულოს თავის პრინციპებს, გაილაშქროს წესრიგის წინააღმდეგ და გასწიროს ყველაფერი – შეყვარებული, ოჯახი, სიცოცხლე…
ან იქნებ არსებობს სხვაგვარი გამოსავალი: იქნებ შეიძლება დაარღვიო კანონი და გაპატიონ… თუ მეფის ქალიშვილი ხარ!
როგორ ვუპასუხებთ დღეს ძველ საბერძნეთში სოფოკლეს მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ჟან ანუიმ 1943 წელს საფრანგეთში ხელახლა გააჟღერა: კანონის უზენაესობა თუ პიროვნების თავისუფლება? კრეონი თუ ანტიგონე?

დამდგმელი რეჟისორი: გაგა გოშაძე
რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე
მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ანტიგონე – თამთა ნავროზაშვილი
კრეონი – გია როინიშვილი
ჰემონი – ბაჩო ჩაჩიბაია
ისმენე – მაკა ძაგანია, ანი იმნაძე
ძიძა – თამარ მაყაშვილი
მცველი – დავით ველიჯანაშვილი
ქორო – ანდრია ვაჭრიძე

ყველა საავტორო უფლება დაცულია

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 14 თებერვალს
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით