28 ივნისს, ილიაუნის თეატრმა მეცხრე თეატრალური სეზონი დახურა სპექტაკლით “მარატ-სადი”.
მთელი სეზონის განმავლობაში თეატრმა ხუთი წარმატებული პრემიერა ითამაშა.
2018 წლის, 19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “თარგმანები” პრემიერა შედგა, სპექტაკლი ნომინირებული იყო 2018 წლის წინანდლის პრემიაზე.
ამავე წლის 23 ნოემბერს თეატრში გაიმართა, ასევე ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “აკრძალული თამაშები” პრემიერა.
25 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “თოვლის დედოფალი” პრემიერა შედგა, თეატრმა სპექტაკლი საახალწლო დღეებში 15 – ჯერ ითამაშა და არცერთ წარმოდგენას ანშლაგის გარეშე არ ჩაუვლია.
2019 წლის 30 მარტს ილიაუნის თეატრში სეზონის მეოთხე პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი “იდეალური ოჯახი” ვაცლავ ჰაველის პიესის “ვერნისაჟი” მიხედვით დაიდგა.
14 მაისს კი შედგა „ზაფხულის ღამის სიზმარი“ პრემიერა. რეჟისორმა უილიამ შექსპირის პიესა პროფესიონალ მსახიობებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გააცოცხლა თეატრის სცენაზე.