აბსურდული კომედია 1 მოქმედებად
სამი რეალური პერსონაჟი, უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან, სიახლეებს უზიარებენ, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და ახალი აღმოჩენის შესახებ მოხსენება წაიკითხოს. სტუმრები მთელი სამყაროა, ადამიანებიც და ღმერთიც, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით, ველოდებით, ველოდებით… გარშემო კი უამრავი ცარიელი სკამია.
თარგმანი – დავით კახაბერი
რეჟისორი – ანა ბალიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)
მხატვარი – თეო კუხიანიძე
ტექნიკური რეჟისორი – თამუნა კამლაძე
დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მონაწილეობენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები:
ვლადიმერ ვაშაკიძე
თინათინ ნიკოლაშვილი
ანიკო შურღაია
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 16 ივნისს, მზიურის პარკის ამფითეატრში