თავისუფალი წყვილი, პრემიერა

Facebook
Twitter

ილიაუნის თეატრი წარმოგიდგენთ დარიო ფოსა და ფრანკა რამეს ცნობილი კომედიის  „თავისუფალი წყვილი“ პრემიერას, რომელიც ჩვენს სცენაზე 2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, გამოკვეთილად აჩვენებს თანამედროვე ურთიერთობებში არსებულ ორმაგ სტანდარტებს.  სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც.

სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი ჩვენი სტუდენტი – ანუკი ხოშტარიაა. ანტონიას როლს მსახიობი ნინა ყიფშიძე ასრულებს, ხოლო მისი ქმრის როლში სცენაზე ვიხილავთ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობს — ბუკა თოლორდავას.

სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.