არცთუ სასაცილო კომედია 1 მოქმედებად
შეგვიძლია წარსულის ბოლომდე დავიწყება? რა მოხდება მომავალში, თუ მთავარ ღირებულებებზე ვიტყვით უარს? რა გვემართება, როცა ომს ვუცხადებთ წარსულს, აწმყოს და ბუნდოვან მომავლს? გვავიწყდება ბავშვობა, სოფელი, სადაც გავიზარდეთ, ბაბუა, რომელიც ყალიონს აბოლებდა, და ყალიონი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში თანდათანობით იფერფლება? იქნებ იცოდეთ, რით ვუშველოთ ჩვენს შვილს, “ციცქნა გოლიათს”, რადგან მას სულ სძინავს და სძინავს…
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
რეჟისორი: ანა გოგიშვილი
მხატვარი: ანა ბედელაძე, ელენე მეგრელიშვილი
ანიმაციის მხატვარი: ნინა გვასალია
ფოტო: სოფო ხუნდაძე
პოსტერი: თამარ სამხარაძე
ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი
მონაწილეობენ:
გიორგი ჩაჩუა
ანიკო შურღაია
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი ანტრაქტის გარეშე
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 3 ივნისს
- ფოტო გალერეა
- ვიდეო