
ფარსი 1 მოქმედებად
აურაცხელი სიმდიდრის პატრონის, აწ გარდაცვლილი ჰორტენზიას ნათესავებს დასაფლავების დეტალები ზედმიწევნით აქვთ დაგეგმილი, სწორედ ისე, როგორც მათ სოციალურ და ფინანსურ სტატუსს შეეფერება. რიტუალური დეტალები წინასწარ გათვლილი და შეთანხმებულია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, თვით წმინდა ანტუანიც რომ ჩამოვიდეს ცოდვილ დედამიწაზე და გარდაცვლილი ქალი მკვდრეთით აღადგინოს!
რა არის ადამიანის სიცოცხლე, როცა საქმე ეხება მილიონებს, დასვრილ ხალიჩებს, მდიდრული სახლის კიდევ უფრო მდიდრულად მოწყობას, რვაფეხასა და კალმახს შუბერტის სოუსში? ნეტავ, თვით ქრისტე რომ მოევლინოს ხელახლა ამ ჩაკეტილ და ცრუ რელიგიურობით გამსჭვალულ სამყაროს, გააკრავს მას ჯვარზე კიდევ ერთხელ კაცობრიობა, რომელიც სასწაულს მოითხოვს, მაგრამ არაფრით არ სურს მისი დაჯერება.
ქართული ტექსტი: მანანა ანთაძე
რეჟისორი: გაგა გოშაძე
მხატვრები: შოთა ბაგალიშვილი, ნუცა ჭყონია
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
წმინდა ანტუანი – რამაზ იოსელიანი, ბაჩო ჩაჩიბაია
ვირჯინია – ლილი ხურითი
გუსტავი – ანდრია ვაჭრიძე
აშილი – პაატა კიკვაძე
მღვდელი – ტიტე კომახიძე
ექიმი – დავით ველიჯანაშვილი
ჰორტენზია – რუსუდან კობიაშვილი
პოლიციელი – ზუკა გაბუნია
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით
სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 20 წუთი ანტრაქტის გარეშე
პრემიერა შედგა 2016 წლის 29 ოქტომბერს