დრამა 1 მოქმედებად
როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან, სოფლისგან, ქვეყნისგან მალულად უწევთ.
რეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)
მხატვარი – თეო კუხიანიძე
ტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი
დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მონაწილეობენ:
მართა – მაიკო ხორნაული
მამია – გიორგი ცერცვაძე
ნინო – ანიკო შურღაია
დანიელი – გიორგი მაქაძე, გიორგი კაკალაშვილი
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს