ზღაპარი 1 მოქმედებად
იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ბიჭი.
ბიჭი ერთ ბნელ და ქარიან ღამეს თითქოს ციდან ჩამოვარდა, მერე ტყის მჭრელმა იპოვნა და სახლში წაიყვანა. ძალიან ლამაზი, მაგრამ უგულო და ამპარტავანი გაიზარდა, მე ვარსკვლავის შვილი ვარო, ამბობდა და მის მოსაძებნად მოსული დედა არ მიიღო…
არ მიიღო და ბიჭუნას სილამაზეც გაქრა. ის, ვისაც დედა არ უყვარს, ლამაზი ხომ ვერ იქნება?!
სამი წელი დაეხეტებოდა ვარსკვლავბიჭუნა ქვეყნად, მაგრამ ვერსად ნახა ვერც თანაგრძნობა და ვერც სიბრალული. სამყაროც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მან შექმნა – ცივი და გულქვა. და მხოლოდ როდესაც ბიჭუნას გულში სინანულმა და სიყვარულმა დაისადგურა, სამყარომაც იცვალა ფერი.
ილიაუნის თეატრი საახალწლოდ ოსკარ უაილდის ზღაპარს მოგითხრობთ სინანულისა და სიყვარულის ძალის შესახებ და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაგალამაზოს…
რეჟისორი: ლუკა ინწკირველი
მხატვარი: ელისაბედ ჭიჭინაძე
მუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე
ქორეოგრაფი: ქეთი ასათიანი
გრიმი: ნინა ცამბაია
ტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ვარსკვლავბიჭუნა – ზუკა პაპუაშვილი
მათხოვარი ქალი – მაია ხორნაული
პირველი ოქროსმაძიებელი – ირაკლი ჩხიკვაძე
მეორე ოქროსმაძიებელი – ანდრია ვაჭრიძე
პირველი ოქროსმაძიებლის ცოლი – თამუნა ნიკოლაძე
ასევე მონაწილეობენ სტუდიის “ეტ-ცეტერა” მოსწავლეები:
ელენე ახალაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, საბა კენჭუაშვილი, ნინი მაჭავარიანი, თათუ უშვერიძე, ელენე ჭავჭავაძე
სპექტაკლში ჟღერს ალფრედ შნიტკეს, ბრუნო კულეს და ფრანც გრუბერის კომპოზიციები
სპექტაკლის მხარდამჭერია ლოკომოკო
ილიაუნის თეატრი მადლობას უხდის რუსთაველის თეატრის მუზეუმს დახმარებისათვის
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 26 დეკემბერს
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი ანტრაქტის გარეშე