რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში რიგით მეცხრე კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება, ფესტივალის ფარგლებში 15 ნოემბერს თეატრს ილიაუნის თეატრი ეწვევა სპექტაკლით “ჟლეტის ღმერთი”.
კომედიის თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და ფესტივალის ფარგლებში თითქმის ყველა ქართული თეატრი მიიღებს მონაწილეობას.
სპექტაკლი “ჟლეტის ღმერთი” უკვე 10 წელია ილიაუნის თეატრის სცენაზეა და დღემდე ჩვენი მაყურებლის საყვარელი კომედიაა. სპექტაკლის რეჟისორი დავით ჭაბაშვილია, ოთხ მთავარ გმირს კი, ცნობილი მსახიობები გიორგი ბახუტაშვილი, მაია ხორნაული, ნატა ბერეჟიანი და გაგა შიშინაშვილი ასრულებენ.