წმინდა ანტუანის სასწაული
ფარსი 1 მოქმედებად აურაცხელი სიმდიდრის პატრონის, აწ გარდაცვლილი ჰორტენზიას ნათესავებს დასაფლავების დეტალები ზედმიწევნით აქვთ დაგეგმილი, სწორედ ისე, როგორც მათ სოციალურ და ფინანსურ სტატუსს შეეფერება. რიტუალური დეტალები წინასწარ გათვლილი და შეთანხმებულია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, თვით წმინდა ანტუანიც რომ ჩამოვიდეს ცოდვილ დედამიწაზე და გარდაცვლილი ქალი მკვდრეთით აღადგინოს! რა არის ადამიანის სიცოცხლე, …