“საქმე №”, პრემიერა
საახალწლო სპექტაკლების დასრულებისთანავე ილიაუნის თეატრი მორიგი, ძალიან საინტერესო პრემიერისათვის ემზადება. 28 იანვარს 20:00 საათზე ჩვენი სცენა „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ პროექტს უმასპინძლებს. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ხელოვნების დახმარებით, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება. პიესა „საქმე №“, რომელზეც რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი მუშაობდა, დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა, სცენაზე კი ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რეპეტიციები …