რეპერტუარი/მიმდინარე

თავისუფალი წყვილი

კომედია 1 მოქმედებად იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. თარგმანი – ვარლამ ნიკოლაძე დადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი – ანუკი ხოშტარია მხატვარი – ანანო ლიპარტელიანი კომპოზიტორი – ირაკლი არეშიძე ქორეოგრაფი – ნანა ბიბილაშვილი ტექნიკური …

თავისუფალი წყვილი Read More »

ფრეკენ ჟული

ფსიქოლოგიური დრამა 1 მოქმედებად რა ემართებათ ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი ბავშვობის ტყვეები ხდებიან ?! ავგუსტ სტრინდბერგის ფსიქოლოგიური დრამა, ახალგაზრდა ქალის, ფრეკენ ჟულის სულიერ შფოთვებზე გვიყვება, რომელიც გენდერულმა სტერეოტიპებმა, უსიყვარულობამ, უკონტროლო ვნებამ და კომპლექსებმა განაპირობა. საინტერესოა, ბოლოს იპოვის თუ არა არისტოკრატი ქალი გამოსავალს ?! დადგმის ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი: ევა გვრიტიშვილი მხატვარი: თინა გობეჯიშვილი, …

ფრეკენ ჟული Read More »

სიყვარულის ბანალურობა

                თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე …

სიყვარულის ბანალურობა Read More »

დარისპანის გასაჭირი

  1 მოქმედებად თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად  ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი …

დარისპანის გასაჭირი Read More »

ძალად ექიმი

  კომედია 1 მოქმედებად კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული …

ძალად ექიმი Read More »

უხერხემლო

  დრამა 1 მოქმედებად როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესქაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, …

უხერხემლო Read More »

იდეალური ოჯახი

  კომედია 1 მოქმედებად რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. მთარგმნელი: მაია ნაჭყებია …

იდეალური ოჯახი Read More »

ჟლეტის ღმერთი

  შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე …

ჟლეტის ღმერთი Read More »