Natia Kvashali

ტოკ-ტოკ, პრემიერა

28 სექტებერს ილიაუნის თეატრში სპექტაკლის “ტოკ-ტოკ” პრემიერა გაიმართა. “TOC – TOC” – პიესის ორიგინალური ფრანგული სათაური არის სამედიცინო დიაგნოზის აბრევიატურა – Troubles Obsessionnels Compulsifs (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა). ლორან ბაფის ეს დრამატული კომედია, პირველად დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე დავით ჩხარტიშვილის მიერ. ეს არის ამბავი სხვადასხვა ობსესიური აშლილობის მქონე ექვს ადამიანზე. ისინი სახელგანთქმულ ფსიქოლოგთან თერაპიაზე მისულები, მათთვის მოულოდნელად, …

ტოკ-ტოკ, პრემიერა Read More »

ტოკ – ტოკ

დრამატული კომედია 1 მოქმედებად ეს არის ამბავი სხვადასხვა ობსესიური აშლილობის მქონე ექვს ადამიანზე. ისინი სახელგანთქმულ ფსიქოლოგთან თერაპიაზე მისულები, მათთვის მოულოდნელად, მისაღებ ოთახში ერთად აღმოჩნდებიან. როდესაც იგებენ რომ ექიმი გაურკვეველი ვადით იგვიანებს, დიდი ქაოსი იწყება. ერთი შეხედვით სასაცილო სიტუაციების მიღმა, დიდი ადამიანური ტკივილი იჩენს თავს… კომიკური, ქაოტური, აბსურდული თუ დრამატული მოვლენების საშუალებით, სპექტაკლი ტოლერანტობასა და ერთმანეთის …

ტოკ – ტოკ Read More »

სიცოცხლის ხელოვნება, პრემიერა

23 იანვარს ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით, რეჟისორმა მარიამ ჟამერაშვილმა სპექტაკლი “სიცოცხლის ხელოვნება” დადგა. დადგმის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იოანე (ვანო) ხუციშვილია. სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგან დიალოგზე, როდესაც საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. …

სიცოცხლის ხელოვნება, პრემიერა Read More »

სიცოცხლის ხელოვნება

ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგანი დიალოგი, საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის თავის ცხოვრებაში შემოშვება არის არა მხოლოდ …

სიცოცხლის ხელოვნება Read More »

თავისუფალი წყვილი, პრემიერა

ილიაუნის თეატრი წარმოგიდგენთ დარიო ფოსა და ფრანკა რამეს ცნობილი კომედიის  „თავისუფალი წყვილი“ პრემიერას, რომელიც ჩვენს სცენაზე 2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, გამოკვეთილად აჩვენებს თანამედროვე ურთიერთობებში არსებულ ორმაგ სტანდარტებს.  სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. სპექტაკლი ილიას …

თავისუფალი წყვილი, პრემიერა Read More »

თავისუფალი წყვილი

კომედია 1 მოქმედებად იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. თარგმანი – ვარლამ ნიკოლაძე დადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი – ანუკი ხოშტარია მხატვარი – ანანო ლიპარტელიანი კომპოზიტორი – ირაკლი არეშიძე ქორეოგრაფი – ნანა ბიბილაშვილი ტექნიკური …

თავისუფალი წყვილი Read More »

ფრეკენ ჟული, პრემიერა

1 და 2 ოქტომბერს – 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი, მეთექვსმეტე სეზონის რიგით მეორე პრემიერას ითამაშებს. „ფრეკენ ჟული“ ასე ქვია ავგუსტ სტრინდბერგის პიესას, რომელიც ილიაუნის თეატრის სცენაზე, ჩვენივე სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ კურსდამთავრებულმა ევა გვრიტიშვილმა დადგა. ეს არის შვედი დრამატურგის ნატურალისტური პიესა, სადაც მოქმედება შვედურ მამულში ვითარდება და ერთი ღამის მოვლენებს ასახავს. …

ფრეკენ ჟული, პრემიერა Read More »

ფრეკენ ჟული

ფსიქოლოგიური დრამა 1 მოქმედებად რა ემართებათ ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი ბავშვობის ტყვეები ხდებიან ?! ავგუსტ სტრინდბერგის ფსიქოლოგიური დრამა, ახალგაზრდა ქალის, ფრეკენ ჟულის სულიერ შფოთვებზე გვიყვება, რომელიც გენდერულმა სტერეოტიპებმა, უსიყვარულობამ, უკონტროლო ვნებამ და კომპლექსებმა განაპირობა. საინტერესოა, ბოლოს იპოვის თუ არა არისტოკრატი ქალი გამოსავალს ?! დადგმის ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი: ევა გვრიტიშვილი მხატვარი: თინა გობეჯიშვილი, …

ფრეკენ ჟული Read More »

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 17 და 18 სექტემბერს ილიაუნის თეატრში პრემიერა იგეგმება. თანამედროვე ებრაელი დრამატურგის  სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშებს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი კი მამუკა ცერცვაძეა. სპექტაკლი მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად …

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა Read More »

სიყვარულის ბანალურობა

                თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე …

სიყვარულის ბანალურობა Read More »