დღე: იანვარი 19, 2018

დანიმ ჩიტი დაიჭირა

  კომედია 2 მოქმედებად ეს სახლი კი არა, ჯოჯოხეთია და ამ ჯოჯოხეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს. ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები მუდმივად ურთიერთობას არკვევენ, მუდმივად ჩხუბობენ, დაობენ, წუწუნებენ, მიდი-მოდიან, კარებს აჯახუნებენ. მოკლედ, გაუგებრობების ერთი ნაკადი მეორეს ანაცვლებს. როგორ უნდა გამონახოს საერთო ენა დიდმა ოჯახმა? ამის ერთ-ერთ რეცეპტს ჩვენს სცენაზე გათამაშებული კომედია შემოგთავაზებთ. რეჟისორი: მაია ჩართოლანი …

დანიმ ჩიტი დაიჭირა Read More »

პრემიერა “დანიმ ჩიტი დაიჭირა”

19 და 21 იანვარს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს. „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ სპექტაკლის განახლებული პრემიერაა. მაია ჩართოლანმა ეს კომედია 2013 წელს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგა. სპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამჯერად სპექტაკლს ილიაუნის თეატრის მაყურებლისთვის განაახლებენ. მაია ჩართოლანი, როგორც რეჟისორი უკვე მეორედ მუშაობს ილიაუნის თეატრის სცენაზე. …

პრემიერა “დანიმ ჩიტი დაიჭირა” Read More »