სიცოცხლის ხელოვნება, პრემიერა
23 იანვარს ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით, რეჟისორმა მარიამ ჟამერაშვილმა სპექტაკლი “სიცოცხლის ხელოვნება” დადგა. დადგმის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იოანე (ვანო) ხუციშვილია. სპექტაკლი მოგვითხრობს ადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგან დიალოგზე, როდესაც საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. …








