Natia Kvashali

“ჟლეტის ღმერთი” კომედიის ფესტივალზე

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში რიგით მეცხრე კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება, ფესტივალის ფარგლებში 15 ნოემბერს თეატრს ილიაუნის თეატრი ეწვევა სპექტაკლით “ჟლეტის ღმერთი”. კომედიის თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და ფესტივალის ფარგლებში თითქმის ყველა ქართული თეატრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლი “ჟლეტის ღმერთი” უკვე 10 წელია ილიაუნის თეატრის სცენაზეა და დღემდე ჩვენი მაყურებლის …

“ჟლეტის ღმერთი” კომედიის ფესტივალზე Read More »

“უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ილიაუნის თეატრის სპექტაკლები “უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდირებულ სპექტაკლებს შორისაა. ფესტივალის ქართული პროგრამის 17 რეკომენდირებული სპექტაკლი თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. აღსანიშანავია, რომ სპექტაკლების რეჟისორები საბა ასლამაზიშვილი და გელა გულიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. “დარისპანის გასაჭირი” საუკუნის წინანდელი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი …

“უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Read More »

“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა

3 და 4 ივნისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ციცქნა გოლიათი“ ერთგვარი თეატრალური ექსპერიმენტია. ქართულ სცენაზე ცნობილი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის ეს პიესა პირველად გათამაშდება. სპექტაკლს ახალგზარდა რეჟისორი ანა გოგიშვილი დგამს. პიესის ჟანრი ავტორმა განსაზღვრა,  როგორც „არც თუ სასაცილო კომედია“.  მასში ბრმა მორჩილების, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და რეალობასთან გაუცხოების საკითხებია …

“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა Read More »

ციცქნა გოლიათი

              არცთუ სასაცილო კომედია 1 მოქმედებად შეგვიძლია წარსულის ბოლომდე დავიწყება? რა მოხდება მომავალში, თუ მთავარ ღირებულებებზე ვიტყვით უარს? რა გვემართება, როცა ომს ვუცხადებთ წარსულს, აწმყოს და ბუნდოვან მომავლს? გვავიწყდება ბავშვობა, სოფელი, სადაც გავიზარდეთ, ბაბუა, რომელიც ყალიონს აბოლებდა, და ყალიონი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში თანდათანობით იფერფლება? იქნებ იცოდეთ, რით ვუშველოთ ჩვენს …

ციცქნა გოლიათი Read More »

“საპნის ოპუსი”, პრემიერა

3, 4 და 17 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი რიგით მეხუთე პრემიერისათვის ემზადება. დავით გაბუნიას პიესა „საპნის ოპუსი“ თეატრის სარკეებიან დარბაზში გათამაშდება. სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში” ფარგლებში. სპექტაკლის რეჟისორი პროგრამის ხელმძღვანელი, იოანე (ვანო) ხუციშვილია, ხოლო ხუთი მთავარი გმირი ქალის ამბავს ამავე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მოგვითხრობენ. მეორე …

“საპნის ოპუსი”, პრემიერა Read More »

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა

12 და 13 აპრილს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დავით კლდიაშვილის დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებით, მისი, ალბათ, ყველაზე პოპულარული პიესის „დარისპანის გასაჭირის“ დადგმა გადაწყვიტა. თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, …

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა Read More »

სკამები

  აბსურდული კომედია 1 მოქმედებად სამი რეალური პერსონაჟი, უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან, სიახლეებს უზიარებენ, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და ახალი აღმოჩენის შესახებ მოხსენება წაიკითხოს. სტუმრები მთელი სამყაროა, ადამიანებიც და ღმერთიც, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით, ველოდებით, ველოდებით… გარშემო კი …

სკამები Read More »

დარისპანის გასაჭირი

  1 მოქმედებად თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად  ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი …

დარისპანის გასაჭირი Read More »

“საწვავი”, პრემიერა

24 მარტს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. ამელი ნოტომის ძალიან აქტუალურ და საინტერესო პიესაზე „საწვავი“ რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა იმუშავა. პიესა ნაცნობ სიტუაციას მოგვითხრობს, როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?!  პიესის …

“საწვავი”, პრემიერა Read More »