Natia Kvashali

თავისუფალი წყვილი, პრემიერა

ილიაუნის თეატრი წარმოგიდგენთ დარიო ფოსა და ფრანკა რამეს ცნობილი კომედიის  „თავისუფალი წყვილი“ პრემიერას, რომელიც ჩვენს სცენაზე 2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, გამოკვეთილად აჩვენებს თანამედროვე ურთიერთობებში არსებულ ორმაგ სტანდარტებს.  სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. სპექტაკლი ილიას …

თავისუფალი წყვილი, პრემიერა Read More »

თავისუფალი წყვილი

კომედია 1 მოქმედებად იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. თარგმანი – ვარლამ ნიკოლაძე დადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი – ანუკი ხოშტარია მხატვარი – ანანო ლიპარტელიანი კომპოზიტორი – ირაკლი არეშიძე ქორეოგრაფი – ნანა ბიბილაშვილი ტექნიკური …

თავისუფალი წყვილი Read More »

ფრეკენ ჟული, პრემიერა

1 და 2 ოქტომბერს – 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი, მეთექვსმეტე სეზონის რიგით მეორე პრემიერას ითამაშებს. „ფრეკენ ჟული“ ასე ქვია ავგუსტ სტრინდბერგის პიესას, რომელიც ილიაუნის თეატრის სცენაზე, ჩვენივე სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ კურსდამთავრებულმა ევა გვრიტიშვილმა დადგა. ეს არის შვედი დრამატურგის ნატურალისტური პიესა, სადაც მოქმედება შვედურ მამულში ვითარდება და ერთი ღამის მოვლენებს ასახავს. …

ფრეკენ ჟული, პრემიერა Read More »

ფრეკენ ჟული

ფსიქოლოგიური დრამა 1 მოქმედებად რა ემართებათ ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი ბავშვობის ტყვეები ხდებიან ?! ავგუსტ სტრინდბერგის ფსიქოლოგიური დრამა, ახალგაზრდა ქალის, ფრეკენ ჟულის სულიერ შფოთვებზე გვიყვება, რომელიც გენდერულმა სტერეოტიპებმა, უსიყვარულობამ, უკონტროლო ვნებამ და კომპლექსებმა განაპირობა. საინტერესოა, ბოლოს იპოვის თუ არა არისტოკრატი ქალი გამოსავალს ?! დადგმის ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი რეჟისორი: ევა გვრიტიშვილი მხატვარი: თინა გობეჯიშვილი, …

ფრეკენ ჟული Read More »

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 17 და 18 სექტემბერს ილიაუნის თეატრში პრემიერა იგეგმება. თანამედროვე ებრაელი დრამატურგის  სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშებს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი კი მამუკა ცერცვაძეა. სპექტაკლი მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად …

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა Read More »

სიყვარულის ბანალურობა

                თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე …

სიყვარულის ბანალურობა Read More »

საქმე №

1 მოქმედებად სპექტაკლი მოსამართლე ქალზე მოგვითხრობს, რომელიც აღარ მუშაობს, დამხმარესთან ერთად ცხოვრობს და ერთფეროვანი დღეების შესამსუბუქებლად განვლილი სასამართლო პროცესების გახსენებისა და გაანალიზებას და საკუთარი ოჯახური ტრაგედიის შესახებ დაფიქრებასაც ცდილობს. ავტორი: ნინო სადღობელაშვილი რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი მხატვარი: მარიკა კვაჭაძე კომპოზიტორი: დავით ევგენიძე სასცენო მოძრაობა: ქეთი ქიტიაშვილი ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ევა – …

საქმე № Read More »

“საქმე №”, პრემიერა

საახალწლო სპექტაკლების დასრულებისთანავე ილიაუნის თეატრი მორიგი, ძალიან საინტერესო პრემიერისათვის ემზადება. 28 იანვარს 20:00 საათზე ჩვენი სცენა „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ პროექტს უმასპინძლებს. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ხელოვნების დახმარებით, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება. პიესა „საქმე №“, რომელზეც რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი მუშაობდა, დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა, სცენაზე კი ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რეპეტიციები …

“საქმე №”, პრემიერა Read More »

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

            ზღაპარი 1 მოქმედებად შობის ღამეს ყველა მეოცნებე ადამიანი სასწაულის მოლოდინშია, პატარა ჩარლიც, რომელიც ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის პატარა სახლში ცხოვრობს, ოცნებობს, რომ ოდესმე უზარმაზარ შოკოლადების ქარხანაში მოხვდება, ცნობილი ვილი ვონკას ქარხანაში, რადგან შოკოლადი ძალიან უყვარს და მისი დაგემოვნების საშუალება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, შობას ეძლევა, ისიც ოჯახის წევრების დაუღალავი …

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა Read More »

“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, პრემიერა

28 დეკემბერს 18:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე საახალწლო სპექტაკლის პრემიერა შედგება  და ეს ჯადოსნური დღეები ჩვენი მაყურებლისათვის 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როალდ დალის კეთილი ზღაპარი „ჩარლი და შოკოლადების ქარხანა“ ყველასათვის ცნობილია კინოეკრანიზაციით და საქართველოს მასშტაბით პირველად იდგმება თეატრის სცენაზე. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ქეთი ასათიანი მუშაობს, ცნობილ მსახიობებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის …

“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, პრემიერა Read More »