თარგმანები

Facebook
Twitter
ბრაიან ფრილი, რეჟისორი: ლუკა ინწკირველი
2 მოქმედებად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლი

1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის ინგლისურენოვანი სკოლა ჩაანაცვლებს.  ირლანდიური ტოპონიმების მოსაწესრიგებლად და გასაგებ, მიღებულ, დახვეწილ ინგლისურზე გადასათარგმნად კი სამხედრო ინჟინრები ჩამოდიან.

ნუთუ შესაძლებელია მარცვალ-მარცვალ გადათარგმნო კულტურა და ტრადიციები? რა ძალა აქვს ენას? რა გავლენა აქვს მას უბრალო ადამიანებზე? თუ ლამაზ გოგოს მის ენაზე არ ეტყვი მიყვარხარო, ნაკლებად ხომ არ გეყვარება. ნუთუ მხლოდ ენაა საკმარისი, რომ საკუთარ ძმას, მეზობელს, მეგობარს ჭეშმარიტება შეაგნებინო…

ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ენის შესანარჩუებლად მრავალი ქარტეხილი გამოიარა, ირლანდიის „გადათარგმნის“ დრამატული ამბავი განსაკუთრებული სიმძაფრით ჟღერს.

თარგმანი – დავით გაბუნია
რეჟისორი – ლუკა ინწკირველი
დადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი
მხატვარი – თეო კუხიანიძე
ტექნიკური რეჟისორი – ელენე გაბისონია

სპექტაკლში ჟღერს ეზიო ბოსოს, სებასტიან ზავადსკის, ჯონათონ ლის მუსიკა და კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკალური თემა სპექციალურად სპექტაკლისთვის „თარგმანები“

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
სარა მარიამ ბალახაძე, ანიკო შურღაია
მანუსი – ირაკლი კერესელიძე
მეირე – თინათინ ნიკოლაშვილი
დოულთი – ლუკა ახალაძე
ბრიჯიტი – ლიკა ბარბაქაძე
ჰიუ – გიორგი ცერცვაძე
ოუენი – გიორგი ქორიძე
ლეიტენანტი ჯორჯი – გივიკო ბარათაშვილი
კაპიტანი ლენსი – გიორგი მაქაძე

ნომინირებული სპექტაკლი 2018 წლის წინანდლის პრემიაზე

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 45 წუთი ანტრაქტის ჩათვლით
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 19 ოქტომბერს