რეპერტუარი/არქივი

სიზმრები სინანულისანი

  კომედია 2 მოქმედებად „ეს აინშტაინის თეორიის ნაწილია: დრო არ არსებობს და მასში გადაადგილებაც ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება“,  რის დამტკიცებაც მეცნიერ-გამომგონებელმა მიხეილ გორგაძემ შეძლო და დიდი დავით აღმაშენებელი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ამოგზაურა. მიხაილ ბულგაკოვის პიესის „ივან ვასილის-ძე“ მიხედვით გაქართულებული ვერსიის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი რეჟისორი: ოთარ ეგაძე მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი კოსტუმების მხატვარი: ხატია ჩომახაშვილი მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე ქორეოგრაფი: გია მარღანია სასცენო …

სიზმრები სინანულისანი Read More »

ფრანგული გარნირი

  კომედია 2 მოქმედებად ”ფრანგული გარნირი”  ტიპიური ბულვარული კომედიაა, რომლის ავტორი მარკ კამოლეტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული პიესის შემქმნელი. ჟაკლინი, ბერნარდის ცოლი, დედათან აპირებს წასვლას, ხოლო ბერნარდი საყვარელს, სუზანას, ელოდება. სუზანას დაბადების დღე აქვს და ამიტომ ბერნარდმა ვახშამი შეუკვეთა პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც სუზეტა ჰქვია. თუმცა ჟაკლინი არსადაც არ მიდის, …

ფრანგული გარნირი Read More »

ინსტინქტი

კომედია 2 მოქმედებად “ინსტინქტის” სიუჟეტი მარტივი და ამასთანავე “ძალიან ფრანგულად” ჩახვეულია. ახალგაზრდა ლუი მამასთან ერთად მარტო ცხოვრობს; დედა არ ახსოვს, იგი დედის მეგობარმა მატილდამ გაზარდა. უცნაური სტუმრის ჩამოსვლა და შოკისმომგვრელი აღსარებები მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.  ტყუილი და მართალი, გასაგები და გაუგებარი ერთმანეთში აირევა, გამოსავალი კი, როგორც ფრანგულ კომედიას სჩვევია, მოულოდნელობებით სავსე და ყოვლად დაუჯერებელია, როგორც …

ინსტინქტი Read More »

ბლეზი

  ვოდევილი 3 მოქმედებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი ღარიბი, ახალგაზრდა მხატვარი ბლეზი ბინას ქირაობს, რათა მდიდარ ბატონ კარლიეს  თავი სასურველ სასიძოდ მოაჩვენოს და მისი ქალიშვილი ლაურა შეირთოს ცოლად. ამ იდეის სულისჩამდგმელი კი თავად ბლეზის საყვარელი ჟენევიევაა, რომელიც ამასთანავე ბატონი კარლიეს საყვარელიცაა. დაიბენით? ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა: გაუგებრობის სერია მაშინ იწყება, როდესაც მხატვარს …

ბლეზი Read More »

ოპერა მაფიოზო

კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს როდესაც მაფიოზები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად თეატრს მიმართავენ, მის ხელმძღვანელს კი თანხმობის გარდა სხვა გზა არ დარჩენია. დასს მაფიოზების მიერ შეკვეთილი ოპერის დადგმა უწევს, პარალელურად კი იხლართება ინტრიგები და იქმნება გამოუვალი სიტუაცია. გაშარჟებული კრიმინალური სამყარო უტრირებულად კომიკური ხელოვანების პირისპირ და პრემიერა, რომელიც ორივე მხარეს სიურპრიზებს უმზადებს. რეჟისორი: გაგა გოშაძე თარგმანი: ზურაბ …

ოპერა მაფიოზო Read More »

“არიქა დო ვარიქა”

  1 მოქმედებად სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ქართული სიმღერების  ტექსტების მიხედვით. ახალგაზრდა მსახიობები ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერების საშუალებით წარმოგვიდგენენ სტუდენტურ ცხოვრებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. რეჟისორები: ოთარ ეგაძე, თიკო ლუტიძე მუსიკალური ხელმძღვანელი: ელენე ნიჟარაძე ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი მხატვარები: ნინო ჩიტაიშვილი, არჩილ კორძაია, ირაკლი გოგებაშვილი მონაწილეობენ: ეკა დავითაშვილი, ქეთი ძოწენიძე, სოფო პაპუაშვილი, ნიკოლოზ გიორგაძე, გიგა ცერცვაძე, თემურ კვარაცხელია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, რევაზ ფიფია, ზუკა გაბუნია. პრემიერა შედგა 2011 წლის …

“არიქა დო ვარიქა” Read More »

“ხარმსი”

  1 მოქმედებად ცნობილი რუსი აბსურდისტი და სიურეალისტი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის დანიელ იუვაჩევის (ხარმსის) ნოველებზე აგებული სპექტაკლი `ხარმსი” თეატრის ფოიეში თამაშდება და ერთგვარი სამაგიდე რეპეტიციების ფორმა აქვს. მაყურებელი თანამონაწილე ხდება იმ შემოქმედებითი პროცესისა, რასაც სპექტაკლზე მუშაობა ჰქვია. მის თვალწინ იქმნება პერსონაჟთა სახეები, ზუსტდება მიზანსცენა. მაყურებელი ხედავს კონფლიქტდან გამოსასვლელი გზების ძიების პროცესს. მსახიობები, მხოლოდ სიტყვის …

“ხარმსი” Read More »

ჭკუისა მჭირს!

  ვოდევილი 1 აქტად გაღარიბებული თავადი ვალებს ვერ ისტუმრებს, მისი მომხიბლავი ცოლი კი სახლის აღწერის თავიდან ასაცილებლად მევალეებს ეარშიყება. არც ქმრის ღალატი უნდა, არც ქონების დაკარგვა. მაგრამ ლამაზმა ქალმა თუ მოინდომა, განგებაცა და შემთხვევაც მის მხარეს დადგება. მეცხრამეტე საუკუნის თბილისის კოლორიტი და გაუგებრობების მთელი სერია ავქსენტი ცაგარელის ვოდევილს განსაკუთრებით სასაცილოსა და მიმზიდველს ხდის. რეჟისორი: ოთარ ეგაძე …

ჭკუისა მჭირს! Read More »