“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა
3 და 4 ივნისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ციცქნა გოლიათი“ ერთგვარი თეატრალური ექსპერიმენტია. ქართულ სცენაზე ცნობილი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის ეს პიესა პირველად გათამაშდება. სპექტაკლს ახალგზარდა რეჟისორი ანა გოგიშვილი დგამს. პიესის ჟანრი ავტორმა განსაზღვრა, როგორც „არც თუ სასაცილო კომედია“. მასში ბრმა მორჩილების, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და რეალობასთან გაუცხოების საკითხებია …