Natia Kvashali

“თოვლის დედოფალი” პრემიერა

2018 წლის 25 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “თოვლის დედოფალი” პრემიერა შედგა. “თოვლის დედოფალი”, ჰანს ქრისტიან ანდერსენის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდა როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. თეატრმა სპექტაკლი საახალწლო დღეებში 15 – ჯერ ითამაშა და არცერთ წარმოდგენას ანშლაგის გარეშე არ ჩაუვლია. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორმა კახაბერ შარტავამ იმუშავა თეატრის მსახიობებთან …

“თოვლის დედოფალი” პრემიერა Read More »

“აკრძალული თამაშები” პრემიერა

2018 წლის 23 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “აკრძალული თამაშები” პრემიერა შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებული გვანცა ხვიჩიაა. თოთხმეტი წლის გოგო თექვსმეტი წლის ბიჭების ყურადღების მიქცევას ცდილობს, ზრდასრულ ქალბატონის როლს მოირგებს, ალკოჰოლსაც მიირთმევს და სიგარეტსაც ეწევა. ბიჭებიც ერთვებიან გოგოს შეთავაზებულ თამაშში, რომელიც ნელ-ნელა აკრძალულ საზღვრებს გადაკვეთს და სასამართლო პროცესამდე მიდის. ვინ არის დამნაშავე? გოგოს ბრალია რაც მოხდა, თუ ბიჭების? ან საერთოდ რა მოხდა? და, რაც მთავარია, დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენს შვილს არ დაემართება? 1988 წელს ისრაელში მომხდარ რეალურ ამბებზე დაფუძნებული პიესა თანაბრად აფრთხილებს მოზარდებს, მათ მშობლებს,მათ მასწავლებლებს და ყველა ჩვენგანს, რომ მსგავსი რამ შეიძლება აქვე, მეზობელი სახლის ეზოშიც მოხდეს.  

“თარგმანები” პრემიერა

2018 წლის 19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლის “თარგმანები” პრემიერა შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის  კურსდამთავრებული ლუკა ინწკირველია. სპექტაკლი ნომინირებული იყო 2018 წლის წინანდლის პრემიაზე. 1833 წელი. ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგი დიდი ცვლილებების წინაშე დგას: ღარიბთა სკოლას, რომელშიც ირლანდიულად, ლათინურად და ბერძნულად ასწავლიან, მალე ბრიტანული განათლების სისტემის …

“თარგმანები” პრემიერა Read More »