რეპერტუარი/არქივი

მატყუარები

სპექტაკლი 2 მოქმედებად ბარი „პარადისი“ – ახალგაზრდების სამოთხე: პროგრამაშია სექსი, ნარკოტიკები, თანამედროვე მუსიკა, საზოგადოებრივი ნორმების მიუღებლობა…   ამ ორომტრიალში დაბადებული სიყვარული ითელება, ახლადშექმნილი სიცოცხლე იღუპება, სიმართლე ტყუილად გადაიქცევა. ილიაუნის თეატრის სცენიდან თერთმეტი ახალგაზრდა მსახიობი ნახევარი საუკუნის წინანდელი ფრანგული კლასიკის მოშველიებით ძალიან გულწრფელად გიამბობენ ისტორიას თავიანთ თანატოლებზე,  რომელნიც ნამდვილ გრძნობებსა და ფასეულობებს იმდენად არაგულწრფელად ეპყრობიან, რომ საბოლოო …

მატყუარები Read More »

ნისლიანი სეზონი

სპექტაკლი 1 მოქმედებად ომი ყველა დროში, ყველა ქვეყანაში, ყველა ადამიანისათვის ერთნაირია. ერთს იარაღი უჭირავს, მეორე ამ იარაღის მსხვერპლია, მესამემ კი სულაც არ იცის იარაღის ხმარება, მაგრამ ომი ომია, ომში კი ყველა ერთია. გვიყურეთ და ნახეთ ხუთი სხვა და სხვა ადამიანის მიერ ხუთ სხვა და სხვა ენაზე მოყოლილი ხუთი სხვა და სხვა ომის ერთნაირი ამბავი. ავტორი …

ნისლიანი სეზონი Read More »

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტაკლი 2 მოქმედებიანი დრამა ანტრაქტის გარეშე   ეს ამბავი ანდროზეა. ანდრო  წარმატებული პოლიტიკოსია. ბედმა ყველაფერში გაუღიმა: ლამაზი ცოლი ჰყავს, კიდევ უფრო ლამაზი საყვარელი, მშვენიერი სახლი აქვს, ლამაზი ბაღით გარშემორტყმული… თუმცა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, შეიძლება ასმა კაცმა ვერაფერი დაგაკლოს, მაგრამ ერთი კაცის ლუკმად იქცე. რეჟისორი: დავით ანდღულაძე მხატვარი: ეკა …

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო Read More »

ანტიგონე

ტრაგედია 1 მოქმედებად 20 წლის გოგომ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან უღალატოს საკუთარ რწმენას, თავისუფლებას და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მშვიდად იცხოვროს; ან უერთგულოს თავის პრინციპებს, გაილაშქროს წესრიგის წინააღმდეგ და გასწიროს ყველაფერი – შეყვარებული, ოჯახი, სიცოცხლე… ან იქნებ არსებობს სხვაგვარი გამოსავალი: იქნებ შეიძლება დაარღვიო კანონი და გაპატიონ… თუ მეფის ქალიშვილი ხარ! როგორ ვუპასუხებთ დღეს ძველ საბერძნეთში სოფოკლეს …

ანტიგონე Read More »

ჟლეტის ღმერთი

  შავი კომედია 1 მოქმედებად რა შეიძლება მოხდეს, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან, დალევენ ჩაის, ან ყავას, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ, არა? დიახ, სწორედ ასე …

ჟლეტის ღმერთი Read More »

ბრიყვთა ვახშამი

  კომედია 2 მოქმედებად ფრანგულიდან თარგმნა ქეთი კვანტალიანმა პარიზელმა გამომცემელმა პიერ ბროშანმა და მისმა სნობმა მეგობრებმა თავშესაქცევად მხიარული თამაში მოიგონეს: ოთხშაბათობით ყოველ მათგანს ვახშმად ერთი ბრიყვი მოჰყავს. ვისი სტუმარიც უფრო სულელი აღმოჩნდება, საღამოს გამარჯვებულიც სწორედ ისაა. და აი, ერთხელაც, როგორც იქნა, პიერს ბედმა გაუღიმა, მან ბრიყვთა შორის უბრიყვესი, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონი იპოვა – ფინანსთა სამინისტროს …

ბრიყვთა ვახშამი Read More »

ევრიდიკე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეატრალური ცენტრის სადიპლომო სპექტაკლი 2 მოქმედებად ორფეოსისა და ევრიდიკეს ამბავი ერთ–ერთი ყველაზე ძველი ლეგენდაა სიყვარულზე. გველის ნაკბენისაგან გარდაცვლილი ევრიდიკე მომღერალმა ორფეოსმა იმ ქვეყნიდან გამოიხსნა, თუმცა ცდუნებას ვერ გაუძლო, პირობა დაარღვია და სატრფოს მანამდე შეხედა, ვიდრე ჩრდილების სამფლობელოს გაეცლებოდნენ… ჟან ანუის ვერსიაში ორფეოსი მოხეტიალე მევიოლინეა, ევრიდიკე – ღარიბი მსახიობების ქალიშვილი, მოქმედება კი მეოცე …

ევრიდიკე Read More »

ფსიქოზი 4:48

  1 მოქმედებად როდესაც საზოგადოებრივი ნორმები არ გაკმაყოფილებს, როდესაც მარტო რჩები და საკუთარი გაორება თავს გახვევს იმ წესებს, რომელზეც უარი გაქვს ნათქვამი, იწყება ბრძოლა გადარჩენისათვის… კი თუ არა?!.. სიცოცხლე საზოგადოებრივ ფორმატში, თუ სიკვდილი, როგორც თავისუფლება?! კი თუ არა… კი თუ არა… კი თუ არა?!… სარა კეინის პიესის მიხედვით ინგლისურიდან თარგმნა ლიზა ბასიშვილმა რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური …

ფსიქოზი 4:48 Read More »

სიზმრები სინანულისანი

  კომედია 2 მოქმედებად „ეს აინშტაინის თეორიის ნაწილია: დრო არ არსებობს და მასში გადაადგილებაც ბიო-ზელდა ბირთვის საშუალებით ხდება“,  რის დამტკიცებაც მეცნიერ-გამომგონებელმა მიხეილ გორგაძემ შეძლო და დიდი დავით აღმაშენებელი ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ამოგზაურა. მიხაილ ბულგაკოვის პიესის „ივან ვასილის-ძე“ მიხედვით გაქართულებული ვერსიის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი რეჟისორი: ოთარ ეგაძე მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი კოსტუმების მხატვარი: ხატია ჩომახაშვილი მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე ქორეოგრაფი: გია მარღანია სასცენო …

სიზმრები სინანულისანი Read More »

ფრანგული გარნირი

  კომედია 2 მოქმედებად ”ფრანგული გარნირი”  ტიპიური ბულვარული კომედიაა, რომლის ავტორი მარკ კამოლეტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმული ფრანგული პიესის შემქმნელი. ჟაკლინი, ბერნარდის ცოლი, დედათან აპირებს წასვლას, ხოლო ბერნარდი საყვარელს, სუზანას, ელოდება. სუზანას დაბადების დღე აქვს და ამიტომ ბერნარდმა ვახშამი შეუკვეთა პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც სუზეტა ჰქვია. თუმცა ჟაკლინი არსადაც არ მიდის, …

ფრანგული გარნირი Read More »