სიახლე

პრემიერა “დანიმ ჩიტი დაიჭირა”

19 და 21 იანვარს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს. „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ სპექტაკლის განახლებული პრემიერაა. მაია ჩართოლანმა ეს კომედია 2013 წელს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგა. სპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ამჯერად სპექტაკლს ილიაუნის თეატრის მაყურებლისთვის განაახლებენ. მაია ჩართოლანი, როგორც რეჟისორი უკვე მეორედ მუშაობს ილიაუნის თეატრის სცენაზე. …

პრემიერა “დანიმ ჩიტი დაიჭირა” Read More »

პრემიერა და სეზონის გახსნა

21 ოქტომბერს, 20:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სეზონს სპექტაკლის „ხალხის მტერი“ პრემიერით გახსნის. 21, 22 და 27 ოქტომბერს ილიაუნის თეატრში ჰენრიკ იბსენის პიესის „ხალხის მტერი“ პრემიერა შედგება. სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის, საბა ასლამაზიშვილის სადიპლომო ნამუშევარია. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები მიიღებენ, რომელთაც პარტნიორობას ამავე პროგრამის …

პრემიერა და სეზონის გახსნა Read More »

“ჩეხოვი.რეპეტიცია” ბელგიაში მიემგზავრება

  14 მარტს ილიაუნის თეატრი სპექტაკლით „ჩეხოვი.რეპეტიცია“ ამჯერად ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში მიემგზავრება. თეატრი სპექტაკლს 16 მარტს, დღის 15:00 საათზე წარმოადგენს. ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრი, სადაც ილიაუნის თეატრი ითამაშებს სპექტაკლს, 1941 წელს დაარსდა და 1983 წლიდან ყოველწლიურად მრავალი თეატრალური დასის მასპინძელია. ლიეჟის სამეფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე 150 – ზე მეტ თეატრს აქვს წარმოდგენილი სპექტაკლი – 30-მდე …

“ჩეხოვი.რეპეტიცია” ბელგიაში მიემგზავრება Read More »

“მეტამორფოზები” – მესამე კურსის სტუდენტების საკურსო სპექტაკლი

8 ნოემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები წარმოადგენენ საკურსო სპექტაკლს “მეტამორფოზები”.  ოვიდიუსის პოემის “მეტამორფოზები ანუ გარდასახვანი” მიხედვით შექმნილი ოთხი ნოველა ერთი ადამიანის ცხოვრების გარდამტეხი მოვლენების შესახებ გვიყვება. 90-ანი წლების საქართველოში არსებული პრობლემები, ერთის მხრივ შიმშილი, სიღატაკე, უმუშევრობა და დაკარგული ბავშობა, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური ვერტიკალისთვის ბრძოლა ერთი ადამიანის გარშემო იყრის თავს, რომელიც …

“მეტამორფოზები” – მესამე კურსის სტუდენტების საკურსო სპექტაკლი Read More »

პრემიერა – “წმინდა ანტუანის სასწაული”

29 და 30 ოქტომბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე მორის მეტერლინკის ფარსის „წმინდა ანტუანის სასწაული“ პრემიერა გაიმართება. ერთი შეხედვით უცნაური და დაუჯერებელი ისტორია ილიაუნის თეატრის სცენაზე, რეჟისორ გაგა გოშაძის დადგმაში ერთბაშად ძალიან ნაცნობ ელფერს შეიძენს. ამ სპექტაკლში მთელი ჩვენი სამყაროა მოქცეული. ხომ შეხვედრილხართ ადამიანებს, რომელთათვისაც სოციალური და ფინანსური სტატუსი უფრო მნიშვვნელოვანია, ვიდრე ჭეშმარიტება, თავმდაბლობა, სიკეთე, სიცოცხლე, სიყვარული …

პრემიერა – “წმინდა ანტუანის სასწაული” Read More »

პირველი პრემიერა ახალ სეზონზე

15 და 16 ოქტომბერს ილიაუნის თეატრში, ახალ სეზონზე, პირველი პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის ქრონიკების ცნობილ და ტრაგიკულ გმირს, „უგვანოს“, უშნოს, კუზიანსა და კოჭლ არსებას, ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე არაერთგვაროვან მმართველს ილიაუნის თეატრი პირველად უთმობს საკუთარ სცენას. უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესაზე მსახიობმა და რეჟისორმა, კახა შარტავამ იმუშავა. მას მაყურებელი კარგად იცნობს სატელევიზიო რეალითი შოუდან …

პირველი პრემიერა ახალ სეზონზე Read More »

“სეზარი და დრანა” ფესტივალზე “არმმონო”

30 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი ერევნის  მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „არმმონო“ სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს. თეატრალური ფესტივალი ერევანში წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. მონო სპექტაკლებს ფესტივალზე შვეიცარიის, ბელორუსიის, პოლონეთის, ლიტვის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის თეატრები წარმოადგენენ. ფესტივალი 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სპექტაკლი „სეზარი და დრანა“ უკვე ერთი წელია ილიაუნის …

“სეზარი და დრანა” ფესტივალზე “არმმონო” Read More »

8 უნიკალური პიესა ჩვენს სცენაზე

28 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე 8 აბსოლუტურად უნიკალური პიესა გათამაშდება. პროგრამას PlayWrite საქართველოში ორგანიზაცია “ფელიქსი” ახორციელებს 6 თვიანი არტ-თერაპიის პროგრამის ფარგლებში.  PlayWrite სესიები 11 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ყოველ დღე 3-6 საათამდე ტარდება და მასში 8 ახალგაზრდა მონაწილეა ჩართული. 10 გამოცდილ მწვრთნელთან ერთად ახალგაზრდა მონაწილეებმა პერსონაჟზე ორიენტირებული დრამატული ჩანახატები შექმნეს. პროექტში მწვრთნელებად 6 …

8 უნიკალური პიესა ჩვენს სცენაზე Read More »

ღია გაკვეთილი

7 აპრილს, 20:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები თეატრის სცენაზე იმღერებენ. ღია გაკვეთილს დაესწრებიან როგორც მათი პედაგოგები, ასევე თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსადმთავრებულები და თეატრის პროფესიონალი მსახიობები. ღია გაკვეთილი, რომელიც კონცერტის სახით ჩატარდება 7 აპრილს, ღიაა უნივერისტეტის ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისათვის. დასწრება თავისუფალია. გელოდებით! იხილეთ ვიდეო 

უკანასკნელი ფოთოლი

21 იანვარს 15:00 საათზე ჩვენს სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში ქალაქ სამტრედიისა და ქალაქ სენაკის სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი “უკანასკნელი ფოთოლი” ითამაშეს.