სიახლე

ერთდღიანი თეატრალური ფესტივალი

20 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით ჩვენს სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფეტივალი მიზნად ისახავს ერთ თემში მცხოვრები სხვადასხვა  შესაძლებლობების მქონე მოზარდების საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებას. თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და …

ერთდღიანი თეატრალური ფესტივალი Read More »

კანადელი დრამატურგი, იზაბელ დორე სტუმრად ჩვენთან!

  6 ოქტომბერს, 13:00 საათზე ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს. სპეციალურად წლვანდელი ფესტივალისთვის, თბილისს პიესის ავტორი, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე ეწვევა და სპექტაკლს მაყურებელთან ერთად დაესწრება.  „სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, …

კანადელი დრამატურგი, იზაბელ დორე სტუმრად ჩვენთან! Read More »

“ჩხიკვთა ქორწილი” ჩვენს სცენაზე

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“ გაიმართება.   ინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში უკვე წლებია ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა ,,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთ სპექტაკლში ითამაშეს: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პინოქიო“, „ფიროსმანი“, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი, წარმოდგენა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა და მშობლების …

“ჩხიკვთა ქორწილი” ჩვენს სცენაზე Read More »

კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარე სეზონზე!

3, 4 და 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება. კლასიკას ჩვენს თეატრში ამჯერად რეჟისორმა  გოგა ქაჩიაბაიამ მიმართა. სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები გიორგი მახარაძე, კახა გოგიძე, მაკა შალიკაშვილი, დავით დავითულიანი, ანდრია ვაჭრიძე და ზურაბ გაბუნია თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ სამი მსახიობი – გიორგი შავგულიძე, ნინი არჩაია და პაატა კიკვაძე ილიაუნის თეატრმა თბილისის …

კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარე სეზონზე! Read More »

Teatro Caprile ჩვენს სცენაზე

16 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრს ვენის თეატრი Teatro Caprile ეწვევა სპექტაკლით „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი არის ანდრეას კოზეკი, სპექტაკლის კონცეფციაზე იმუშავა ატარინა გრაბჰერმა; ქორეოგრაფი არის იულია ვურგლიკსი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გეორგ ბეჰამ-კროიცბაუერი, კატარინა გრაბჰერი, ჰაიდემარია ჰაგერი და ანდრეას კოზეკი. წარმოდგენა პირველი მსოფლიო ომის თემას ეძღვნება. სპექტაკლის იდეა 2014 წელს …

Teatro Caprile ჩვენს სცენაზე Read More »

რატი ამაღლობელის საღამოები ჩვენს სცენაზე

6 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში რატი ამაღლობელი გაუძღვება შეხვედრების ახალ ციკლს სახელწოდებით – ”პოეზია და რეციტაცია”; შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიამბობთ პოეტური რეციტაციებისა და დეკლმაციების ისტორიასა და ხელოვნებაზე.

“არიქა დო ვარიქა” აბიტურიენტებისთვის

ილიუნის თეატრში სპეციალურად აბიტურიენტთათვის თეატრალიზებული კონცერტი ”არიქა დო ვარიქა” გაიმართა. ეს სტუდენტური დადგმაა, რომელიც აჩვენებს მომავალ სტუდენტებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს მათ განვითარებისა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის. სპექტაკლი „არიქა დო ვარიქა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მონაწილეობით დადგეს რეჟისორებმა ოთარ ეგაძემ და თიკო ლუტიძემ. სპექტაკლის სიუჟეტი აგებულია ცნობილი ქართული სიმღერების …

“არიქა დო ვარიქა” აბიტურიენტებისთვის Read More »