abe

“ჩხიკვთა ქორწილი” ჩვენს სცენაზე

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“ გაიმართება.   ინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში უკვე წლებია ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა ,,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთ სპექტაკლში ითამაშეს: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პინოქიო“, „ფიროსმანი“, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი, წარმოდგენა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა და მშობლების …

“ჩხიკვთა ქორწილი” ჩვენს სცენაზე Read More »

კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარე სეზონზე!

3, 4 და 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება. კლასიკას ჩვენს თეატრში ამჯერად რეჟისორმა  გოგა ქაჩიაბაიამ მიმართა. სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები გიორგი მახარაძე, კახა გოგიძე, მაკა შალიკაშვილი, დავით დავითულიანი, ანდრია ვაჭრიძე და ზურაბ გაბუნია თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ სამი მსახიობი – გიორგი შავგულიძე, ნინი არჩაია და პაატა კიკვაძე ილიაუნის თეატრმა თბილისის …

კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარე სეზონზე! Read More »

სკაპენის ოინები

კომედია 1 მოქმედებად ორი შეყვარებული ბიჭი, რომელნიც მამების რისხვას გაურბიან, ორი მშვენიერი, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის, ღარიბი გოგო, ორი მდიდარი მამა, რომელნიც სახლში ბრუნდებიან, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დაქორწინინონ და ყოვლისშემძლე მსახური სკაპენი, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს, რათა დაამარცხოს სიძუნწე, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა …

სკაპენის ოინები Read More »

Teatro Caprile ჩვენს სცენაზე

16 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრს ვენის თეატრი Teatro Caprile ეწვევა სპექტაკლით „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი არის ანდრეას კოზეკი, სპექტაკლის კონცეფციაზე იმუშავა ატარინა გრაბჰერმა; ქორეოგრაფი არის იულია ვურგლიკსი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: გეორგ ბეჰამ-კროიცბაუერი, კატარინა გრაბჰერი, ჰაიდემარია ჰაგერი და ანდრეას კოზეკი. წარმოდგენა პირველი მსოფლიო ომის თემას ეძღვნება. სპექტაკლის იდეა 2014 წელს …

Teatro Caprile ჩვენს სცენაზე Read More »

რატი ამაღლობელის საღამოები ჩვენს სცენაზე

6 მაისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში რატი ამაღლობელი გაუძღვება შეხვედრების ახალ ციკლს სახელწოდებით – ”პოეზია და რეციტაცია”; შეხვედრების ციკლის ფარგლებში, გიამბობთ პოეტური რეციტაციებისა და დეკლმაციების ისტორიასა და ხელოვნებაზე.

სეზარი და დრანა

მონოსპექტაკლი 1 მოქმედებად უსასრულო გზა, ურიკა, რომელსაც ბებერი ცხენი სეზარი ნელ–ნელა მიაგორებს. ეს ურიკა პატარა ბოშა ქალის მთელს ავლადიდებას იტევს. დრანა განვლილი ცხოვრების შესახებ ისე ყვება, გეგონებათ თავის ცხენს უამბობსო… ომსა და დევნაზე მოყოლილი ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ისტორია კი თითქოს მთელი ერის ტრაგედიის ანარეკლია. ფრანგულიდან თარგმნა ქეთევან კვანტალიანმა რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი მხატვარი: თამარ კობიაშვილი მუსიკა: მაია …

სეზარი და დრანა Read More »

ჭირვეულის მორჯულება

კომედია 2 მოქმედებად რას ეხება უილიამ შექსპირის ერთ-ერთი პირველი პიესა, იკითხავთ თქვენ. როგორ გავირთოთ თავი, თუ ნადირობით დაღლილი უცაბედად მთვრალ მკალავს გადავეყრებით? როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ცოლი? თუ პირიქით, როგორ შევაყვაროთ თავი ქმარს? ან იქნებ ეს პიესა იმის შესახებაა, რა მარტივად შეგვიძლია ჰარმონიული ოჯახის შექმნა, თუ შევთანხმდებით, რომ სხივნათელ მზეს შუქჭარბად მოციმციმე მთვარე ვუწოდოთ,  ხოლო სახემჭკნარსა …

ჭირვეულის მორჯულება Read More »

მატყუარები

სპექტაკლი 2 მოქმედებად ბარი „პარადისი“ – ახალგაზრდების სამოთხე: პროგრამაშია სექსი, ნარკოტიკები, თანამედროვე მუსიკა, საზოგადოებრივი ნორმების მიუღებლობა…   ამ ორომტრიალში დაბადებული სიყვარული ითელება, ახლადშექმნილი სიცოცხლე იღუპება, სიმართლე ტყუილად გადაიქცევა. ილიაუნის თეატრის სცენიდან თერთმეტი ახალგაზრდა მსახიობი ნახევარი საუკუნის წინანდელი ფრანგული კლასიკის მოშველიებით ძალიან გულწრფელად გიამბობენ ისტორიას თავიანთ თანატოლებზე,  რომელნიც ნამდვილ გრძნობებსა და ფასეულობებს იმდენად არაგულწრფელად ეპყრობიან, რომ საბოლოო …

მატყუარები Read More »

ნისლიანი სეზონი

სპექტაკლი 1 მოქმედებად ომი ყველა დროში, ყველა ქვეყანაში, ყველა ადამიანისათვის ერთნაირია. ერთს იარაღი უჭირავს, მეორე ამ იარაღის მსხვერპლია, მესამემ კი სულაც არ იცის იარაღის ხმარება, მაგრამ ომი ომია, ომში კი ყველა ერთია. გვიყურეთ და ნახეთ ხუთი სხვა და სხვა ადამიანის მიერ ხუთ სხვა და სხვა ენაზე მოყოლილი ხუთი სხვა და სხვა ომის ერთნაირი ამბავი. ავტორი …

ნისლიანი სეზონი Read More »

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპექტაკლი 2 მოქმედებიანი დრამა ანტრაქტის გარეშე   ეს ამბავი ანდროზეა. ანდრო  წარმატებული პოლიტიკოსია. ბედმა ყველაფერში გაუღიმა: ლამაზი ცოლი ჰყავს, კიდევ უფრო ლამაზი საყვარელი, მშვენიერი სახლი აქვს, ლამაზი ბაღით გარშემორტყმული… თუმცა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, შეიძლება ასმა კაცმა ვერაფერი დაგაკლოს, მაგრამ ერთი კაცის ლუკმად იქცე. რეჟისორი: დავით ანდღულაძე მხატვარი: ეკა …

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო Read More »