სიახლე

თავისუფალი წყვილი, პრემიერა

ილიაუნის თეატრი წარმოგიდგენთ დარიო ფოსა და ფრანკა რამეს ცნობილი კომედიის  „თავისუფალი წყვილი“ პრემიერას, რომელიც ჩვენს სცენაზე 2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. იუმორით, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, გამოკვეთილად აჩვენებს თანამედროვე ურთიერთობებში არსებულ ორმაგ სტანდარტებს.  სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. სპექტაკლი ილიას …

თავისუფალი წყვილი, პრემიერა Read More »

ფრეკენ ჟული, პრემიერა

1 და 2 ოქტომბერს – 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი, მეთექვსმეტე სეზონის რიგით მეორე პრემიერას ითამაშებს. „ფრეკენ ჟული“ ასე ქვია ავგუსტ სტრინდბერგის პიესას, რომელიც ილიაუნის თეატრის სცენაზე, ჩვენივე სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ კურსდამთავრებულმა ევა გვრიტიშვილმა დადგა. ეს არის შვედი დრამატურგის ნატურალისტური პიესა, სადაც მოქმედება შვედურ მამულში ვითარდება და ერთი ღამის მოვლენებს ასახავს. …

ფრეკენ ჟული, პრემიერა Read More »

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 17 და 18 სექტემბერს ილიაუნის თეატრში პრემიერა იგეგმება. თანამედროვე ებრაელი დრამატურგის  სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ითამაშებს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა, სპექტაკლის რეჟისორი კი მამუკა ცერცვაძეა. სპექტაკლი მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად …

სიყვარულის ბანალურობა, პრემიერა Read More »

“საქმე №”, პრემიერა

საახალწლო სპექტაკლების დასრულებისთანავე ილიაუნის თეატრი მორიგი, ძალიან საინტერესო პრემიერისათვის ემზადება. 28 იანვარს 20:00 საათზე ჩვენი სცენა „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ პროექტს უმასპინძლებს. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ხელოვნების დახმარებით, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება. პიესა „საქმე №“, რომელზეც რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი მუშაობდა, დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა, სცენაზე კი ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რეპეტიციები …

“საქმე №”, პრემიერა Read More »

“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, პრემიერა

28 დეკემბერს 18:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე საახალწლო სპექტაკლის პრემიერა შედგება  და ეს ჯადოსნური დღეები ჩვენი მაყურებლისათვის 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როალდ დალის კეთილი ზღაპარი „ჩარლი და შოკოლადების ქარხანა“ ყველასათვის ცნობილია კინოეკრანიზაციით და საქართველოს მასშტაბით პირველად იდგმება თეატრის სცენაზე. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ქეთი ასათიანი მუშაობს, ცნობილ მსახიობებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის …

“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, პრემიერა Read More »

“იდეალური ოჯახი” ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში

20 ნოემბერს ილიაუნის თეატრი ქალთა ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ითამაშებს სპექტაკლს “იდეალური ოჯახი”. ინოვაციური შემოქმედების ცენტრის თავმჯდომარის ნელი ბადალაშვილის შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდით და პატიმარი ქალებისათვის ისეთი კომედია შევარჩიეთ, რომელიც ორი საათით მაინც შეამსუბუქებს მათ ყოფას. სპექტაკლი ვაცლავ ჰაველის პიესის მიხედვით 2019 წელს დაიდგა ილიაუნის თეატრში, სპექტაკლის რეჟისორი დავით ჭახრაკიაა, ხოლო მთავარ როლს ყველასთვის საყვარელი მსახიობი …

“იდეალური ოჯახი” ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში Read More »

“ჟლეტის ღმერთი” კომედიის ფესტივალზე

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში რიგით მეცხრე კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩატარდება, ფესტივალის ფარგლებში 15 ნოემბერს თეატრს ილიაუნის თეატრი ეწვევა სპექტაკლით “ჟლეტის ღმერთი”. კომედიის თეატრალური ფესტივალი 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება და ფესტივალის ფარგლებში თითქმის ყველა ქართული თეატრი მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლი “ჟლეტის ღმერთი” უკვე 10 წელია ილიაუნის თეატრის სცენაზეა და დღემდე ჩვენი მაყურებლის …

“ჟლეტის ღმერთი” კომედიის ფესტივალზე Read More »

“უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

ილიაუნის თეატრის სპექტაკლები “უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის რეკომენდირებულ სპექტაკლებს შორისაა. ფესტივალის ქართული პროგრამის 17 რეკომენდირებული სპექტაკლი თეატრის კრიტიკოსებისგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა შეარჩია. აღსანიშანავია, რომ სპექტაკლების რეჟისორები საბა ასლამაზიშვილი და გელა გულიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. “დარისპანის გასაჭირი” საუკუნის წინანდელი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი …

“უხერხემლო” და “დარისპანის გასაჭირი” თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Read More »

“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა

3 და 4 ივნისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი „ციცქნა გოლიათი“ ერთგვარი თეატრალური ექსპერიმენტია. ქართულ სცენაზე ცნობილი ქართველი დრამატურგის ირაკლი სამსონაძის ეს პიესა პირველად გათამაშდება. სპექტაკლს ახალგზარდა რეჟისორი ანა გოგიშვილი დგამს. პიესის ჟანრი ავტორმა განსაზღვრა,  როგორც „არც თუ სასაცილო კომედია“.  მასში ბრმა მორჩილების, ცხოვრების აზრის დაკარგვისა და რეალობასთან გაუცხოების საკითხებია …

“ციცქნა გოლიათი”, პრემიერა Read More »

“საპნის ოპუსი”, პრემიერა

3, 4 და 17 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი რიგით მეხუთე პრემიერისათვის ემზადება. დავით გაბუნიას პიესა „საპნის ოპუსი“ თეატრის სარკეებიან დარბაზში გათამაშდება. სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში” ფარგლებში. სპექტაკლის რეჟისორი პროგრამის ხელმძღვანელი, იოანე (ვანო) ხუციშვილია, ხოლო ხუთი მთავარი გმირი ქალის ამბავს ამავე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მოგვითხრობენ. მეორე …

“საპნის ოპუსი”, პრემიერა Read More »