abe

ჩეხოვი. რეპეტიცია

სპექტაკლი 1 მოქმედებად თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად დადგმა გადაწყვიტეს. ვერ შეეჭიდნენ რა მის პიესებს, სამუშაო მასალად მოთხრობები აიღეს და მუშაობას შეუდგნენ, არც ფული აქვთ, არც გამოცდილება, მაგრამ მაინც არ ეშვებიან განზრახულს. დამწყები მსახიობების მიერ დანახული ჩეხოვის მოთხრობის სევდიანი და ირონიული ღიმილით სავსე სამყარო ჩვენს თვალწინ ნელ–ნელა სპექტაკლის კონტურებს შეიძენს. რეჟისორი – გაბრიელ გოშაძე ტექნიკური რეჟისორი – …

ჩეხოვი. რეპეტიცია Read More »

ჩარლის დეიდა

კომედია 1 მოქმედებად ჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული, დონა როზა ეწვიოს, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა, სწორედ ის დეიდა, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი …

ჩარლის დეიდა Read More »

“სეზარი და დრანა” ფესტივალზე “არმმონო”

30 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი ერევნის  მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „არმმონო“ სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს. თეატრალური ფესტივალი ერევანში წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. მონო სპექტაკლებს ფესტივალზე შვეიცარიის, ბელორუსიის, პოლონეთის, ლიტვის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის თეატრები წარმოადგენენ. ფესტივალი 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სპექტაკლი „სეზარი და დრანა“ უკვე ერთი წელია ილიაუნის …

“სეზარი და დრანა” ფესტივალზე “არმმონო” Read More »

8 უნიკალური პიესა ჩვენს სცენაზე

28 აპრილს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე 8 აბსოლუტურად უნიკალური პიესა გათამაშდება. პროგრამას PlayWrite საქართველოში ორგანიზაცია “ფელიქსი” ახორციელებს 6 თვიანი არტ-თერაპიის პროგრამის ფარგლებში.  PlayWrite სესიები 11 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ყოველ დღე 3-6 საათამდე ტარდება და მასში 8 ახალგაზრდა მონაწილეა ჩართული. 10 გამოცდილ მწვრთნელთან ერთად ახალგაზრდა მონაწილეებმა პერსონაჟზე ორიენტირებული დრამატული ჩანახატები შექმნეს. პროექტში მწვრთნელებად 6 …

8 უნიკალური პიესა ჩვენს სცენაზე Read More »

ღია გაკვეთილი

7 აპრილს, 20:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები თეატრის სცენაზე იმღერებენ. ღია გაკვეთილს დაესწრებიან როგორც მათი პედაგოგები, ასევე თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსადმთავრებულები და თეატრის პროფესიონალი მსახიობები. ღია გაკვეთილი, რომელიც კონცერტის სახით ჩატარდება 7 აპრილს, ღიაა უნივერისტეტის ყველა სტუდენტისა და თანამშრომლისათვის. დასწრება თავისუფალია. გელოდებით! იხილეთ ვიდეო 

დეკამერონი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლი სპექტაკლი 1 მოქმედებად   რეჟისორი: ოთარ ეგაძე მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი მუსიკალური გაფორმება: ლიკა ნიჟარაძე ქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი მონაწილეობენ: ლაშა ამბიძე ლიკა ბარბაქაძე ციცი ბუცხრიკიძე სალომე გოგოლაური ნინი გოჩიაშვილი თემო კვარაცხელია თათო ლალიაშვილი გიორგი მოსიაშვილი ირაკლი პაპუნიდი ლევან სახვაძე გიორგი შაქარაშვილი გიგა შურღაია მარიანა ჩოგოვაძე ირაკლი ცხადაია ზვიად ძულიაშვილი ლევან წიკლაური პრემიერა …

დეკამერონი Read More »

უკანასკნელი ფოთოლი

21 იანვარს 15:00 საათზე ჩვენს სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში ქალაქ სამტრედიისა და ქალაქ სენაკის სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი “უკანასკნელი ფოთოლი” ითამაშეს.

სახურავი

1 მოქმედებად რა აერთიანებთ გიგის, შოთის, ეკას, მარის, ოთოს, კოკის? ტელევიზია, სადაც წარმოსახვით იწყება და მთავრდება ყოველი დღე. მთავარია იყოს  ერთი ღერი, ერთი აბი, ერთი წვეთი და მეგობარი კიდევ უფრო ახლობელია, შეყვარებული კიდევ უფრო მშვენიერია. ეს სივრცე ყველაზე მიმზიდველი სამყაროს სახურავია, სადაც პრობლემები იშლება, იფანტება ღერების, აბების, წვეთების წყალობით და ამ სახურავიდან ჩამოსვლა არავის უნდა. …

სახურავი Read More »

ერთდღიანი თეატრალური ფესტივალი

20 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით ჩვენს სცენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამისა“ და კავშირი ,,ბერილუს“-ის თანამშრომლობით სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფეტივალი მიზნად ისახავს ერთ თემში მცხოვრები სხვადასხვა  შესაძლებლობების მქონე მოზარდების საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანებას. თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (მათ შორის ეთნიკური უმცირესობისა და …

ერთდღიანი თეატრალური ფესტივალი Read More »

კანადელი დრამატურგი, იზაბელ დორე სტუმრად ჩვენთან!

  6 ოქტომბერს, 13:00 საათზე ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მთავარი პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს „სეზარი და დრანა“ ითამაშებს. სპეციალურად წლვანდელი ფესტივალისთვის, თბილისს პიესის ავტორი, თანამედროვე კანადელი დრამატურგი იზაბელ დორე ეწვევა და სპექტაკლს მაყურებელთან ერთად დაესწრება.  „სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, …

კანადელი დრამატურგი, იზაბელ დორე სტუმრად ჩვენთან! Read More »