Natia Kvashali

“საპნის ოპუსი”, პრემიერა

3, 4 და 17 მაისს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი რიგით მეხუთე პრემიერისათვის ემზადება. დავით გაბუნიას პიესა „საპნის ოპუსი“ თეატრის სარკეებიან დარბაზში გათამაშდება. სპექტაკლი დაიდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის “ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში” ფარგლებში. სპექტაკლის რეჟისორი პროგრამის ხელმძღვანელი, იოანე (ვანო) ხუციშვილია, ხოლო ხუთი მთავარი გმირი ქალის ამბავს ამავე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მოგვითხრობენ. მეორე …

“საპნის ოპუსი”, პრემიერა Read More »

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა

12 და 13 აპრილს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დავით კლდიაშვილის დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებით, მისი, ალბათ, ყველაზე პოპულარული პიესის „დარისპანის გასაჭირის“ დადგმა გადაწყვიტა. თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, …

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა Read More »

სკამები

  აბსურდული კომედია 1 მოქმედებად სამი რეალური პერსონაჟი, უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან, სიახლეებს უზიარებენ, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და ახალი აღმოჩენის შესახებ მოხსენება წაიკითხოს. სტუმრები მთელი სამყაროა, ადამიანებიც და ღმერთიც, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით, ველოდებით, ველოდებით… გარშემო კი …

სკამები Read More »

დარისპანის გასაჭირი

  1 მოქმედებად თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. ეს ამბავი, ერთდროულად  ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი …

დარისპანის გასაჭირი Read More »

“საწვავი”, პრემიერა

24 მარტს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. ამელი ნოტომის ძალიან აქტუალურ და საინტერესო პიესაზე „საწვავი“ რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა იმუშავა. პიესა ნაცნობ სიტუაციას მოგვითხრობს, როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?!  პიესის …

“საწვავი”, პრემიერა Read More »

საწვავი

  დრამა 1 მოქმედებად როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?! მთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი რეჟისორი: ლუკა ინწკირველი მხატვარი: თეო კუხიანიძე კომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე ტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: პროფესორი – …

საწვავი Read More »

ადრიან გიურგეას ვორქშოფი

10, 11 და 12 იანვარს ილიაუნის თეატრმა ამერიკელი რეჟისორის ადრიან გიურგეას ვორქშოპს უმასპინძლა, რომელიც სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგსტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ სტუდენტებისთვის ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებმა სამ სხვადსასხვა თემაზე იმუშავეს: „ქაოსის ხოტბისთვის“, „ყველაფერი ცოცხალი დრამატულია“ და „დიალოგი მსახიობებსა და მათ პერონაჟებს შორის“. ადრიან გიურგეა ამერიკელი რეჟისორია, რომელიც რუმინეთში დაიბადა. …

ადრიან გიურგეას ვორქშოფი Read More »

“ვარსკვლავბიჭუნა”, პრემიერა

2022 წლის 26 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “ვარსკვლავბიჭუნა” პრემიერა შედგება. “ვარსკვლავბიჭუნა”, ოსკარ უაილდის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდება, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. ილიაუნის თეატრში სპექტაკლი 26 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ლუკა ინსწკირველი ცნობილ მსახიობებთან და თეატრალური სტუდიის “ეტ-ცეტერა” მოსწავლეებთან ერთად მუშაობს. სპექტაკლში მაყურებლისათვის …

“ვარსკვლავბიჭუნა”, პრემიერა Read More »

ვარსკვლავბიჭუნა

  ზღაპარი 1 მოქმედებად იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ბიჭი. ბიჭი ერთ ბნელ და ქარიან ღამეს თითქოს ციდან ჩამოვარდა, მერე ტყის მჭრელმა იპოვნა და სახლში წაიყვანა. ძალიან ლამაზი, მაგრამ უგულო და ამპარტავანი გაიზარდა, მე ვარსკვლავის შვილი ვარო, ამბობდა და მის მოსაძებნად მოსული დედა არ მიიღო… არ მიიღო …

ვარსკვლავბიჭუნა Read More »