სიახლე

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა

12 და 13 აპრილს 20:00 საათზე ილიაუნის თეატრის სცენაზე მორიგი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დავით კლდიაშვილის დაბადების 160 წლისთავთან დაკავშირებით, მისი, ალბათ, ყველაზე პოპულარული პიესის „დარისპანის გასაჭირის“ დადგმა გადაწყვიტა. თქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან, მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, …

“დარისპანის გასაჭირი”, პრემიერა Read More »

“საწვავი”, პრემიერა

24 მარტს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. ამელი ნოტომის ძალიან აქტუალურ და საინტერესო პიესაზე „საწვავი“ რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა იმუშავა. პიესა ნაცნობ სიტუაციას მოგვითხრობს, როდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, თუ წიგნები?!  პიესის …

“საწვავი”, პრემიერა Read More »

ადრიან გიურგეას ვორქშოფი

10, 11 და 12 იანვარს ილიაუნის თეატრმა ამერიკელი რეჟისორის ადრიან გიურგეას ვორქშოპს უმასპინძლა, რომელიც სპეციალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგსტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ სტუდენტებისთვის ჩატარდა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებმა სამ სხვადსასხვა თემაზე იმუშავეს: „ქაოსის ხოტბისთვის“, „ყველაფერი ცოცხალი დრამატულია“ და „დიალოგი მსახიობებსა და მათ პერონაჟებს შორის“. ადრიან გიურგეა ამერიკელი რეჟისორია, რომელიც რუმინეთში დაიბადა. …

ადრიან გიურგეას ვორქშოფი Read More »

“ვარსკვლავბიჭუნა”, პრემიერა

2022 წლის 26 დეკემბერს ილიაუნის თეატრის სცენაზე ჯადოსნური, საახალწლო ზღაპრის “ვარსკვლავბიჭუნა” პრემიერა შედგება. “ვარსკვლავბიჭუნა”, ოსკარ უაილდის ძალიან ცნობილი ზღაპარი, ჩვენს სცენაზე პირველად გაცოცხლდება, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მოზარდებისათვის. ილიაუნის თეატრში სპექტაკლი 26 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო სპექტაკლზე რეჟისორი ლუკა ინსწკირველი ცნობილ მსახიობებთან და თეატრალური სტუდიის “ეტ-ცეტერა” მოსწავლეებთან ერთად მუშაობს. სპექტაკლში მაყურებლისათვის …

“ვარსკვლავბიჭუნა”, პრემიერა Read More »

“ძალად ექიმი”, პრემიერა

3 ნოემბერს ილიაუნის თეატრი მეთერთმეტე სეზონს გახსნის, ჩვენს სცენაზე სპექტაკლის „ძალად ექიმი“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი “ძალად ექიმი” რეჟისორმა კოკო როინიშვილმა ფრანგი დრამატურგის ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით დადგა. ყველასთვის საყვარელ კომედიას ილიაუნის თაეტრის სცენაზე მსახიობები ანკა ვასაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ანი იმნაძე და სხვები გაითამაშებენ. კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი …

“ძალად ექიმი”, პრემიერა Read More »

“მარატ-სადი” ანტალიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

2022 წლის 24 მაისს ილიაუნის თეატრი რიგით მეორე გასტროლზე გაემზგავრა სპექტაკლით „მარატ-სადი“. ამჯერად, თურქეთში, ანტალიის თეატრალურმა საერთაშორისო ფესტივალმა გვიმასპინძლა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის სადებიუტო სპექტაკლი „მარატ-სადი“ ანტალიის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ორჯერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს და 27 მაისს გათამაშდა. სპექტაკლმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან. სპექტაკლის “მარატ-სადი” პრემიერა …

“მარატ-სადი” ანტალიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Read More »

“მარატ-სადი” ტაშკენტში ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე

2 დეკემბერს ილიაუნის თეატრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულის, საბა ასლამაზიშვილის სადებიუტო სპექტაკლი “მარატ-სადი” უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე ითამაშა. სპექტაკლი დამოუკიდებელი თეატრის “ილხომის” სცენაზე შედგა. ინტერესი სპექტაკლის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ პანდემიის მიუხედავად, მაყურებელი 2 საათის განმავლობაში გადაჭედილ დარბაზში ყოფნასაც კი არ შეუშინდა და ბევრმა მათგანმა სპექტაკლს თავიდან ბოლომდე ფეხზე …

“მარატ-სადი” ტაშკენტში ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე Read More »

რეჟისორების სადიპლომო სპექტაკლები ილიაუნის თეატრში

ეჟენ იონესკო “სკამები” რეჟისორი – ანა ბალიაშვილი (სადიპლომო სპექტაკლი) დიპლომანტმა რეჟისორმა ანა ბალიაშვილმა სადიპლომო ნამუშევრად ეჟენ იონესკოს „სკამები“ აირჩია. სტუდენტი შეეჭიდა საკმაოდ რთულ ლიტერატურულ ტექსტს, რომლის სცენური ინტერპრე ტაციაც დიდ გამოცდილებას, გამბედაობას და ოსტატობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს არც თუ ისე დიდი შემოქმედებითი გამოცდილება აქვს და ქართულ თეატრში არც მნიშვნელოვანი ტრადიცია არსებობს აბსურდის დრამატურგიის …

რეჟისორების სადიპლომო სპექტაკლები ილიაუნის თეატრში Read More »

“ოიდიპოსი და იოკასტე”, პრემიერა

14 თებერვალს 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მე-10 საიუბილეო სეზონის მეორე პრემიერას წარმოგიდგენთ. ვალენტინობის დღესასწაულზე თეატრის სცენა ბერძნული მითოლოგიის ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას დაეთმობა. „ოიდიპოსი და იოკასტე“ ამ მითის  ახალი ქართული დრამატული ინტერპრეტაციაა, რომელიც გიორგი მაისურაძემ დაწერა. ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მთავარი მოქმედი პირები თოჯინები არიან. სწორედ თოჯინები გაითამაშებენ  მსოფლიო დრამატურგიის ყველაზე ფატალური ფიგურის სიყვარულის …

“ოიდიპოსი და იოკასტე”, პრემიერა Read More »

“თოვლის დედოფალი” ქუთაისში

2020 წლის 8 თებერვალს ილიაუნის თეატრი პირველად ესტუმრება ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სპექტაკლით „თოვლის დედოფალი“. მაყურებელთა თხოვნის გათვალისწინებით, სპექტაკლი ქუთაისის თეატრში ორჯერ გაიმართება 16:00 და 18:00 საათზე. საახალწლო სპექტაკლის პრემიერა 2018 წლის დეკემბერში შედგა და დღემდე ძალიან მოთხოვნადია მაყურებლის მხრიდან. ორი წლის განმავლობაში, დეკემბრის და იანვრის თვეში თეატრმა 41 სპექტაკლი ითამაშა …

“თოვლის დედოფალი” ქუთაისში Read More »